ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა
ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქადგამოცხადდა. შესაბამისი ცერემონიები ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დედაქალაქებში გაიმართა. ახალ ზელანდიაში ჩარლზის მონარქად გამოცხადება, ველინგტონში, პარლამენტის შენობაში მოხდა.
პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ღონისძიებებით აღიარებულია დედოფლის ვაჟი, „მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III, როგორც ჩვენი სუვერენი“.
არდერნმა მოსახლეობას უთხრა, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ახალ ზელანდიაში ცვლილებების დრო დადგა.
„მეფე ჩარლზმა მუდმივად აჩვენა თავისი ღრმა მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ. ამ ურთიერთობას ჩვენი ხალხი ღრმად აფასებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გაღრმავდება“, – თქვა ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
გენერალურმა გუბერნატორმა დევიდ ჰარლიმ, ბრიტანეთის მონარქის წარმომადგენელმა ავსტრალიაში, მეფე ჩარლზი გამოაცხადა სახელმწიფოს მეთაურად კანბერას პარლამენტის შენობაში, რასაც 21 გასროლა მოჰყვა.
ბრიტანეთის მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ასევე გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ 14 სამეფოში, თუმცა ეს როლი ძირითადად ცერემონიულია.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
