"ეს სიცრუეა - იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში" - პესკოვი იზიუმთან აღმოჩენილ მასობრივ საფლავზე

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი უარყოფს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

“ეს იგივე სცენარია, როგორც ბუჩაში. ყველაფერი ერთი სცენარის მიხედვით ვითარდება. ეს სიცრუეა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ სიმართლეს მთელ ამ ამბავში", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

 

შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული იზიუმის მახლობლად მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც დაახლოებით 450 ცხედარი იყო დამარხული. უკრაინამ ცხედრების ექსჰუმაციის პროცესი დაიწყო. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ცხედრების ნაწილს წამების კვალი აღენიშნებოდათ და მან რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.

წაკითხვა 228 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.