"დანაშაულებრივი ომი უარესდება, პუტინს სურს, ამ სისხლში ასობით ათასი ადამიანი ამოსვაროს"
პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პუტინი ცდილობს, ომში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაებას.
„დანაშაულებრივი ომი უარესდება, ღრმავდება და პუტინი ცდილობს მასში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვას. პუტინს სურს, ამ სისხლში ასობით ათასი ადამიანი ამოსვაროს“, - განაცხადა ნავალნიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის ომის საწინააღმდეგო კოალიცია „ვესნამ“ საზოგადოებას გამოცხადებული მობილიზაციის გასაპროტესტებლად ქუჩის აქციებისკენ მოუწოდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათასობით რუს „მამაკაცს ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან“. „ახლა ომი ყველას სახლსა და ყველას ოჯახში მოვიდა“, - განაცხადეს ომის საწინააღმდეგო კოალიციაში.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
