"თქვენი შვილი უწესოდ იქცევა! მიღეთ ზომები!" - რა წერილი დატოვეს პუტინის მშობლების საფლავზე
"ტელეგრამ არხით" ვრცელდება ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მშობლების საფლავზე დატოვებულია წერილი, რომელშიც მშობლებს სთხოვენ, მიიღონ შესაბამისი ზომები.
წერილი სკოლის რვეულიდან ამოღებულ ფურცელზე ეწერა.
"პატივცემულო მშობლებო! თქვენი შვილი უწესოდ იქცევა! აცდენს ისტორიის გაკვეთილებს, ეჩხუბება მერხის მეზობლებს, იმუქრება მთელი სკოლის აფეთქებით. მიღეთ ზომები!" - აღნიშნულია წერილში.
არსებული ინფორმაციით, პუტინის მშობლები სანქტ-პეტერბურგის სასაფლაოზე არიან დაკრძალული.

სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
