ენერგეტიკული კრიზისის გამო შესაძლოა, ევროპაში ზამთარში მობილური კავშირი გაითიშოს - „როიტერი“
როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, იმ შემთხვევაში თუ ზამთარში ევროპაში ელექტროენერგია გაითიშა ან დენის მიწოდებაზე დაწესდება გრაფიკი, შესაძლოა, მობილურ ქსელებს პრობლემები შეექმნათ.
მათივე ცნობით, აღნიშნულის გამო, ევროპაში მოქმედ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილმა შეშფოთება უკვე გამოთქვა. ამასთან ერთად, „როიტერი“ წერს, რომ მობილური კავშირის ოპერატორ კომპანიებს, მათ შორის შვედეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა, რათა ელექტროენერგიის გათიშვისა და ანძებზე დამონტაჟებულ ბატარეების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც კი, მობილური კავშირი არ შეწყდეს.
სააგენტოს ცნობით, ევროპაში ახლა არსებობს ნახევარ მილიონზე მეტი სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელთა უმეტესობაზე დამონტაჟებული ბატარეების მუშაობის მაქსიმალური დრო 30 წუთია.
„როიტერის“ ცნობით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მობილური კავშირის კომპანიები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს მთავრობის წარმომადგენლებთან.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
