ირანში საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა
ირანში გასულ კვირას დაწყებული საპროტესტო აქციები გრძელდება. „როიტერი“ ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივი ჯგუფების ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქციებზე დაღუპულია სულ მცირე 83 ადამიანი.
მასობრივი პროტესტები ირანის ქალაქ საყეზში, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის, პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. საპროტესტო აქციები მთელ ირანს მოედო. ხალხი ადამიანთა და განსაკუთრებით ქალთა უფლებების დასაცავად გამოვიდა, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებმა ათეულობით დემონსტრანტი დააკავეს, რომელთა შორის 28 მედიის წარმომადგენელიც არის.
გასულ კვირას, საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი და განაცხადა, რომ თეირანმა უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად მათ წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მოხდეს პროტესტის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევების ერთმანეთისგან გამიჯვნა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
