აშშ-ის რამდენიმე აეროპორტის საიტებზე კიბერშეტევა განხორციელდა
ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტის ოფიციალურ საიტებზე კიბერთავდასხმა იყო. ტელეკომპანიების, CNN-ის და ABC-ს ცნობით, 10 ოქტომბერს მომხდარ კიბერშეტევას გავლენა არ მოუხდენია საჰაერო მიმოსვლის კონტროლის და უსაფრთხოების სისტემაზე.
გარკვეული დროით, სრულად ან ნაწილობრივ გაითიშა აეროპორტების საიტები და მიუწვდომელი იყო ინფორმაცია თვითმფრინავების ჩამოსვლის და გაფრენის შესახებ.
კიბერშეტევის სამიზნეებს შორის იყვნენ ნიუ-იორკის აეროპორტი La Guardia და ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ატლანტის აეროპორტები.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რუსი ჰაკერების ჯგუფმა Killnet-მა. ეს ჯგუფი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოჩნდა და მიზნად გამოაცხადა კიბერშეტევები უკრაინის მოკავშირე ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
