ევროპული ქვეყნების პრეზიდენტები რუსეთს აფრთხილებენ

ევროპის 11 ქვეყანა რუსეთს აფრთხილებს, რომ ქალაქების დაბომბვა ომის დანაშაულია, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია 11 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც რუსეთის მიერ უკრაინულ ქალაქებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმებია დაგმობილი.

განცხადებას ხელ აწერენ ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩეხეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრეზიდენტები.

 

„შეგახსენებთ, რომ სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და მთელი მსოფლიოს სასამართლოების იურისდიქციაში ხვდება. ჩვენი ქვეყნების სახელით, მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები“,  – ნათქვამია 11 პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მიუღებელია. „ამ კონტექსტში ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და მოკავშირეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 239 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.