11 ადამიანი დაიღუპა ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე მომხდარი სროლის დროს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა, რომლებსაც უწყება დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეებად მოიხსენიებს, ბელგოროდის რეგიონში სამხედრო პოლიგონზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა.
უწყების ცნობით, სროლა იმ მოხალისეების საცეცხლე მომზადების დროს მოხდა, რომლებმაც უკრაინაში ომში წასვლა გადაწყვიტეს. ინციდენტის ორი თავდამსხმელი დაიღუპა. თავდასხმის მოტივი უცნობია.
პირველი სროლის შესახებ, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა, გამოცემა "ბაზა" იტყობინებოდა . ხოლო ტელეგრამის არხი "სოტა" ირწმუნება, რომ სროლა სოფელ სოლოტიში მდებარე პოლიგონზე მოხდა. იქ არის ბანაკი, სადაც ის 100-ზე მეტი მობილიზებული ბრიანსკელი მოქალაქე იმყოფება, რომლებმაც უარი თქვეს უკრაინაში ომში წასვლაზე. ტელეგრამის არხ Mash-ის ცნობით, სროლის შედეგად ბრიანსკის რეგიონის მოხალისეები დაიღუპნენ.
უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქი ბელგოროდი ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხვდა ყურადღების ცენტრში.
დილით იქ ჭურვის მოხვედრის შედეგად ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ცნობა და ინციდენტის ამსახველი ფოტო თავის ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
"ჩვენ კვლავ დაგვიშინეს ცეცხლი. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის ბაზას მოხვდა. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო უკვე ებრძვის ხანძარს", - წერს რუსი გუბერნატორი.
პარასკევს ბელგოროდში ხანძარი შაქრის ქარხანას გაუჩნდა. როგორც "მედუზა" იუწყება, ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ააფეთქეს რეგიონში მდებარე საბრძოლო მასალის საცავი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი აცხადებს, რომ აფეთქება ჭურვების დეტონაციამ გამოიწვია.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
