“რუსეთი ქალაქების დაბომბვით ცდილობს უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან მოლაპარაკებას დათანხმდეს”
“უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსული ჯარი ინტენსიურად უტევს სუმის ოლქს. ავიაიერიშებია დნეპროპეტროვსკის დასახლებებზეც.
რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივოი როგში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. მოსახლეობა დენის გარეშეა დარჩენილი. ასევე კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, ის შეხვედრებზე იყო, რა დროსაც აფეთქება მოხდა. პირველად ინფორმაცია “ტვიტერზე” სწორედ მან გაავრცელა. უკრაინული მედია კიევის თავზე საჰაერო ობიექტის განადგურების შესახებ ავრცელებს ცნობებს. განგაშია უკრაინის დასავლეთ ნაწილშიც. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ივანო-ფრანკოვსკსა და ლვოვში იმუშავა. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობით, ვინიცაში განადგურებულია ერთ-ერთი თბოსადგური. ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის, ვლადიმერ როგოვის განცხადებით, უკრაინის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელქტროსადგურის დაბრუნების მცდელობა მოიგერიეს. რუსული სააგენტო “რია”-ს ცნობით, ელექტროსადგურის მახლობლად “რამდენიმესაათიანი ბრძოლა” გაიმართა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მოსახლეობის ომით გადაღლის რუსული ტაქტიკა - “ქალაქების დაბომბვით ცდილობს უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან მოლაპარაკებას დათანხმდეს”.
“რუსულმა ძალებმა ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური უკაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იმ რეგიონში მდებარეობს, რომლის ანექსიაც რუსეთმა მოახდინა. ირანული |”მოპედი” დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. “უკრაინა მალე მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ”, - თქვა მან. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინას უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. სამხედრო დახმარებისთვის რუსეთის ირანისადმი მიმართვა სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ათწლეულები ისინი მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, შედეგად დახრილი თავებით წავიდნენ თეირანში, რათა საკმაოდ მარტივი დრონები და რაკეტები მიეღოთ”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისადმი ირანის დახმარება სტრატეგიულად არაფერში დაეხმარება და მხოლოდ დამატებით უმტკიცებს მსოფლიოს, რომ რუსეთი საკუთარი მარცხის ტრაექტორიაზე და საკუთარ ტერორში კიდევ ვინმეს ჩათრევას ცდილობს. “აუცილებლად უზრუნველვყოფთ ამაზე შესაბამის საერთაშორისო რეაქციას. თუმცა ახლა ტაქტიკურ დონეზე, ირანული დრონების წყალობით, ტერორისტებს კიდევ შეიძლება უჩნდებოდეთ გარკვეული იმედები, რაღაც გათვლები, ახალი ილუზიები. ყველაფერი ეს დაიმსხვრევა, ისევე როგორც მათი წინასწარი გათვლები”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი დონეცკის, ლუჰანკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა”, - განაგრძობს გამოცემა.
“შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოლქებში, მათი რუსეთის შემადგენლობაში შესვლამდე მოქმედებდა საომარი მდგომარეობა. ახლაც ჩვენთვის აუცილებელია ამ რეჟიმის დაწესება, უკვე რუსული კანონმდებლობის ჩარჩოში. ამიტომ, მოვაწერე ხელი გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ რუსეთის ფედერაციის ამ 4 სუბიექტში”, - განაცხადა პუტინმა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ პუტინი კიევის და სხვა ქალაქების დამბობვით ცდილობს მოსახლეობა ომით გადაღალოს. ამ ზეწოლით უნდა, რომ უკრაინელებმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინონ და ის პუტინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. პუტინს გათვლა ზამთარზეც აქვს და იმედს იტოვებს, რომ ევროპას გატეხს”, - დასძენს გამოცემა.
“ველოდი, რომ მსგავსი სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იქნებოდა, თუმცა, ამას უფრო ზამთრისთვის ველოდი. თუმცა, რუსების გააქტიურება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ერთი ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ შურისძიება განახორციელა და მეორე გენერალი სუროვიკინი თავის გამოჩენას ცდილობს. ვიცით ეს ადამიანი ახალი დანიშნულია და რასაც წარმოადგენს სირიის ომის დროს ვნახეთ. ასევე, მარიუპოლის სპეცოპერაციის შემოქმედი ის იყო. მისი სტილი ქალაქების მიწასთან გასწორებაა. ასევე, ძირითად დარტყმებს ენერგოსისტემებზე ახორციელებენ, რათა მოსახლეობის ცხოვრება ზამთრის პირობებში გაართულონ. ცუდი წინათგრძნობა მაქვს, რომ ის ქალაქებს ზამთარში კიდევ უფრო მასიურად დაარტყამს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“რაც შეეხება რუსეთის მუქარებს ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, თუ რუსეთმა გამოიყენა ბირთვული იარაღი, ეს იქნება შოკური ეფექტის იარაღი. რუსეთს სჭირდება შოკური ეფექტი მთელი ქვეყნისთვის და ამიტომ ის არ გააკეთებს მცირე ზომის ტაქტიკურ დარტყმას. ჯერჯერობით ტაქტიკური იარაღის გამოყენება ხდება ვაჭრობის სფეროში”, - ამტკიცებს კაპანაძე და შეკითხვაზე - “საქართველომ რა უნდა გააკეთოს ბირთვული საფრთხის დროს?” - პასუხობს:
“სასურველია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია და მეტი სიცხადე. მოსახლეობა უნდა ხედავდეს, რომ კეთდება ისეთი რამ, რაც მას დაიცავს. 5%-იც რომ იყოს საფრთხე, მსოფლიოც და ქვეყანაც უნდა ემზადებოდეს. არ უნდა გამოვრიცხოთ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება მოხდეს. არის გამოწვევა, არის რისკი, არის მუქარა. უნდა ვეცადოთ, რომ გამოწვევა არ გადაიქცეს რისკად და რისკი არ გადაიქცეს მუქარად. მოსახლეობამ უნდა მიიღოს ინფორმაცია”.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი