დონალდ ტრამპი ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესში 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საკითხზე მომუშავე საგამოძიებო კომიტეტის წინაშე ჩვენების მისაცემად მის დაბარებას ეხმაურება და ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაში სდებს ბრალს.
ტეხასში „რესპუბლიკელი“ კანდიდატის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა „დემოკრატები“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში.
„მათ დაბარების უწყება გამომიგზავნეს. დაფიქრდით ამაზე, ამ თაღლითმა ხალხმა. ერთადერთი რამ, რისი გამოძიებაც მათ არ სურთ, არის კორუფცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ არჩევნებზე და რომელიც იყო მასიური. ექვსი წლის განმავლობაში სწრაფად და მრისხანედ გრძელდება კუდიანებზე ნადირობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად მიმართულია ჩემზე. ეს კარგია? რა შესანიშნავი ცხოვრებაა! ყოველდღე იღებ დაბარების უწყებას“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტად.
„მე ორჯერ ვიყარე კენჭი, ორჯერ გავიმარჯვე, ბევრად კარგ შედეგს მივაღწიე მეორედ, ვიდრე პირველად. 2020 წელს მილიონობით მეტი ხმა ავიღე, ვიდრე 2016 წელს და მივიღე მეტი ხმა, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ახლა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ წარმატებული, უსაფრთხო და დიადი გავხადო, მე სავარაუდოდ ამის გაკეთება კვლავ მომიწევს“, – აღნიშნა ტრამპმა.
21 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატაში შექმნილმა სპეციალურმა საგამოძიებო კომიტეტმა კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დონალდ ტრამპი დაკითხვაზე დაიბარა და მას დოკუმენტების წარდგენა დაავალა. ყოფილმა პრეზიდენტმა 4 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს დოკუმენტები.
2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა