"თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის"
თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებისთვის, მიუხედავად რუსეთის ყოყმანისა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო იგივე სარგებელი, ჩვენ გადამწყვეტად გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ვემსახუროთ კაცობრიობას," - აღნიშნა ერდოღანმა გამოსვლაში.
რუსეთმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული „ტერორისტული თავდასხმების“ გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს. ამასთან, ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, თურქეთის წყლებში მყოფი უკრაინული მარცვლეულით 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
