პოლონეთი ბარიერს რუსეთის კალინინგრადის საზღვრის გასწვრივ აგებს
პოლონეთი ბარიერს ააგებს მის საზღვარზე რუსეთის კალინინგრადის ექსკლავთან - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 2 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა ვარშავა ეჭვობს, რომ რუსეთი გეგმავს აფრიკელი და აზიელი მიგრანტების საზღვარზე გადაშვებას მომავალ კვირაში.
პოლონეთი რუსეთს და მის მოკავშირე ბელარუსს ადანაშაულებს მიგრანტების გამოყენებაში "ჰიბრიდული ბრძოლის" კამპანიის ნაწილად, ევროპის დესტაბილიზაციის მიზნით. უკრაინაში ომის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, პოლონეთი შიშობს, რომ განმეორდება 2021 წლის კრიზისი, როცა ბელარუსიდან საზღვრის გადაკვეთა სცადა ათასობით აფრიკელმა და ახლო აღმოსავლელმა მოგრანტმა.
მაშინ მინსკი უარყოფდა ამ ვითარების შექმნას, ქვეყანაში იმ პირთა ჩაყვანით, რომლებსაც ევროკავშირში შეღწევა სურდათ - და ვარშავასა და ბრიუსელს ადანაშაულებდა ჰუმანიტარულ კრიზისში, რომელსაც რამდენიმე მიგრანტის სიკვდილი მოჰყვა საზღვრის მიმდებარე ტყეებში.
ბლაშჩაკის თქმით, საზღვარი უნდა დაიკეტოს საიმისოდ, რომ პოლონეთმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მან ბრძანება გასცა საზღვრის გასწვრივ, 210 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე აიგოს დროებითი ბარიერი.
სამუშაოები დაიწყო ოთხშაბათს და 2023 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
