უკრაინამ 19 მესაზღვრე რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლა
კიდევ 19 უკრაინელი შინ დაბრუნდა - მესაზღვრეები რუსების ტყვეობიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელები უკვე მშობლიურ მიწაზე იმყოფებიან. მათ მისცეს ტელეფონები და შეძლეს ახლობლებთან გასაუბრება.
"რუსების ტყვეობის გრძელი თვეები დასრულდა. 19 მესაზღვრე დაბრუნდა სახლში. მათ სამედიცინო შემოწმებას და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. მთავარია, რომ ცოცხლები არიან და სახლში არიან", - აცხადებენ უწყებაში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
