"უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს"
უკრაინამ წლის ბოლომდე, შესაძლოა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემები მიიღოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისი თქმით, მიწოდების შეთანხმებები განხორციელების პროცესშია.
„ჩვენ გვაქვს წესი, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ მიწოდებაზე მანამ, სანამ მომწოდებელი ქვეყანა არ გააკეთებს განცხადებას ან არ შევთანხმდებით, რომ შეგვიძლია ამაზე საუბარი. მუშაობა ბევრ რამეზე მიმდინარეობს, დაწყებული საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან. უკვე მიღწეულია შეთანხმებები როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის დონეზე ზოგიერთ ქვეყანასთან. არის რაღაც რაც მომავლისთვის მუშავდება“, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, ასევე არის გარკვეული შეთანხმებები საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესშია.
„როცა განხორციელდება, შეიტყობთ. ეს წლის ბოლომდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოხდეს წლის ბოლომდე და ამაზე არის შეთანხმებები“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
