"უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა"- რეჯეფ თაიფ ერდოღანი
უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ პოლიტიკასა და ეკონომიკას, პოლიტიკასა და უსაფრთხოებას შორის ურთიერთობას.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსოფლიო „ხუთ ქვეყანაზე მეტია“, რითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრზე მიანიშნა.
„პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღის დაგეგმვას, ოსტატი მოჭადრაკის მსგავსად. თუ ვერ იწინასწარმეტყველებთ, სად მიგვიყვანს ნაბიჯები, გარდაუვალია, რომ თქვენ და თქვენი ქვეყანა გადაიხდით ფასს. ყველა მოვლენას, რომელიც ხდება გლობალურ დონეზე, აქვს ეფექტი რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრუტალური კაპიტალიზმის სტრუქტურული პრობლემები. სამყარო 5-ზე დიდია, რომლის ადვოკატირებასაც წლებია, ვცდილობთ. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე არაერთხელ დადასტურდა მოვლენების განვითარების შემდეგ. გლობალურმა ინფლაციამ, რომელმაც მიაღწია ბოლო 60-70 წლის უმაღლეს მაჩვენებლებს, აჩვენა კაცობრიობაზე დაწესებული ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელების ჩიხი. ისინი, ვინც თავდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებულ ინვესტიციებს ფუჭად თვლიან, დღეს თავიანთი ეროვნული ბიუჯეტის ლომის წილს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად ანაწილებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
სიახლეები
- “საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი! ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე, „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში!” - გოგა ხაინდრავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე
- “დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას” - დავით ერემეიშვილი
- “მივდივარ საპატრიარქოსთან, მაგრამ არ დავესწრები სხდომას, თუ მედია არ დაესწრება” - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- რუსეთის რეგიონებში დრონებით შეტევა იყო ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონებში
- ყაბაყის კრემსუპი
