"ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა"
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებად თურქეთის პრეზიდენტმა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა დაასახელა.
„ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობაზე.
ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანკარა მხარს უჭერს აზერბაიჯანს რეგიონში მშვიდობის გზების ძიებაში.
უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარა ყველა ძალისხმევას მიმართავს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზით. ამასთან, მისი თქმით, თურქეთი ყველა შესაბამის ზომას მიმართავს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად.
სიახლეები
- არჩევნებამდე 1 თვე: ძალადობა, პროვოკაციები და დაპირისპირება - სადამდე აიწევს ტემპერატურა
- გიორგი შარაბიძე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს შეხვდა
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი