"ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს"
ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე იფიქროს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, ნატო-ს ავიწყდება პრინციპი, რომ არავინ აძლიერებს თავის უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.
გრუშკომ განმარტა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება არ უწყობს ხელს თავად ბლოკის უსაფრთხოების განმტკიცებას.
„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. თუ ერთი მხარე იტყვის, რომ ეს არ გააკეთო, არ არის საჭირო – უნდა დავსხდეთ და შევთანხმდეთ, როგორ უზრუნველვყოთ როგორც ნატო-ს, ასევე რუსეთის უსაფრთხოება, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება. ეს არ გაკეთებულა იმ საბაბით, რომ, როგორც ამბობენ, თავად უკრაინას სურდა და ნატო-მ მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოს მოთხოვნას უპასუხა და ზოგადად ეს იმ პრინციპის ნაწილია, რომ სახელმწიფოები თავად ირჩევენ უსაფრთხოების გზებს. სხვათა შორის, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება აუარესებს ნატო-ს უსაფრთხოებას, რადგან იქმნება 1 200 კილომეტრზე მეტი კონტაქტის ხაზი რუსეთთან, რომელსაც ნატო აცხადებს მთავარ მტრად და თავად ალიანსის საფრთხედ,“ – განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.
სიახლეები
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში
- "რაც უფრო მკაცრი იქნება ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, მით უფრო მტკივნეული იქნება ეს ევროპის ეკონომიკისთვის"