"კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, თუმცა მაშინ კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა"
გერმანიის კანცლერის თქმით, კარგი იქნებოდა, პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩასულიყო, თუმცა მაშინ რუსეთის პრეზიდენტს კრიტიკის მოსმენა პირადად მოუწევდა. ოლაფ შოლცის განცხადებას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
„კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი თავად ჩასულიყო „დიდი ოცეულის“ სამიტზე, თუმცა მაშინ მას მოუწევდა, პირადად მოესმინა ყველა კითხვა და კრიტიკა, რომელიც მის მიმართ სახელმწიფოების უმეტესობას აქვს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ არის აქ პუტინი“, – განაცხადა შოლცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის უარი, ჩავიდეს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, სხვა ქვეყნებს არ შეუშლის ხელს, გააკრიტიკონ რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში, მოუწოდონ მოსკოვს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და შექმნას პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
