"რაღაც ეტაპზე გერმანიის თვალსაზრისი იყო, რომ თუ ომი მოხდებოდა, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო და უკრაინა დაცემულიყო"
CNN Portugal-თან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი უარყოფდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პერსპექტივას, ხოლო გერმანიის მთავრობას თავდაპირველად უკრაინის სწრაფი სამხედრო დამარცხება ერჩივნა ხანგრძლივი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მიდგომები რადიკალურად განსხვავდებოდა მანამ, სანამ მოსკოვი 24 თებერვალს უკრაინაში მასშტაბურ შეჭრას დაიწყებდა.
„ეს იყო უზარმაზარი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ტაქტიკური ჯგუფების მობილიზაციას, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ“, - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
„რაღაც ეტაპზე გერმანიის თვალსაზრისი იყო, რომ თუ ომი მოხდებოდა, რაც კატასტროფა იქნებოდა, მაშინ უმჯობესი იქნებოდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო და უკრაინა დაცემულიყო. ამ მიდგომას ეკონომიკური მიზეზებით განმარტავდნენю მე ამას ვერ დავუჭერდი მხარს. მივიჩნევდი, რომ ეს იყო დამღუპველი გზა. მაგრამ მესმის, რატომ ფიქრობდნენ ასე. ფრანგები ბოლო მომენტამდე უარყოფდნენ რუსეთის შეჭრის შესაძლებლობას“, - განაცხადა მან.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
