რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახორციელებს
რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახორციელებს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს ავიაციას სახმელეთო ჯგუფების მხარდასაჭერად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან რუსეთის არმიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა განახორციელეს ორი სარაკეტო და ათი საჰაერო დარტყმა, ასევე სამჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და შეხების ხაზის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებზე. კერძოდ, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კრამატორსკში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „გრადის“ სისტემებით დნეპროპეტროვსკის ოთხი დასახლება დაბომბეს.
უკრაინის არმიის კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში, ხერსონის მახლობლად, უკრაინის არმიამ დროშა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აღმართა. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ძალებზე შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს და ლუგანსკის ოლქებში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
