"ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა"
რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის იმ შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად და დახმარება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი ომს არ შეწყვეტს და ვიდრე უკრაინიდან ჯარებს არ გაიყვანს.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.
„არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა და მე, როგორც „დიდი შვიდიანის“ ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც ნატო-ს ორმა ქვეყანამ, კვლავ განვაგრძოთ დიალოგის ძიება. თუმცა, ამას ყოველგვარი ილუზიების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ეს ყოველთვის გრძელი საუბრებია. მაგრამ საკითხი ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული, რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
