"არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს"
არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს, – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის რეგულარულ მიმოხილვაში წერს.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, კრემლმა პირდაპირ უპასუხა მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ რუსეთში გავრცელებულ ხმებზე, რაც არის აშკარა მცდელობა, გაუმკლავდეს საზოგადოებაში შეშფოთების მზარდ ტალღას, თუმცა არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომ რუსეთი აპირებს მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას.
ამას გარდა, ომის შესწავლის ინსტიტუტი ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციაზეც წერს. ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ძალებმა ხარკოვის ოლქში, იმ მცირე ნაწილში, რომელიც რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ რჩება, რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.
როგორც ამერიკელი ექსპერტები წერენ, რუსეთის ძალები განაგრძობენ იერიშებს ბახმუტთან და ავდეევკასთან. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის ძალებმა ბახმუტთან მცირედით წინ წაწევა შეძლეს, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევის მათი ძალისხმევა წარუმატებელია.
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს