"პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა"
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა Funke Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შოლცი ამბობს, რომ ომი გრძელდება ისევ ისეთი სისასტიკით, თუმცა ამჟამად ერთი რამ შეიცვალა.
„რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა იმის პასუხად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაავლო წითელი ხაზი," – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამასთან, გერმანიის ლიდერი ამბობს, რომ ღრმა უთანხმოებების მიუხედავად, კრემლთან დიალოგის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე იზრდება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი არავითარ გარემოებაში არ გამოიყენებს მას პირველი. მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც თავდაცვას.
„ჩვენ არ გავგიჟებულვართ, ვაცნობიერებთ, რა არის ბირთვული იარაღი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
Funke Media-ს ცნობით, შოლცთან ინტერვიუ5 დეკემბერს ჩაიწერა.
უკრაინის დახმარებაზე საუბრისას, კანცლერმა განაცხადა, რომ აშშ-ის შემდეგ გერმანია არის უკრაინის უდიდესი მხარდამჭერი, იარაღის მიწოდების ჩათვლით.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის. ასეთ კონფლიქტს მხოლოდ წაგებულები ეყოლება მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა