მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში მრავალი აფეთქება მოხდა, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში
მრავალი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლზე შაბათს სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან, ვრცელდება ცნობები რუსულ სახელმწიფო მედიაში, რომ კვირა დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე იერიში 20 რაკეტით განხორციელდა.
CNN-ის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის სამხედრო ყაზარმებში, მომხდარი მრავალი აფეთქების შესახებ.
რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქს ოთხი რაკეტა მოხვდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.
როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები ყირიმსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
