"ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა" - მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს და დახმარებას სთხოვს. წერილს საერთაშორისო მედია ავრცელებს.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პუტინის მოსისხლე მტერი, რომელსაც თბილისში 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საფრანგეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს: „მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი თავისუფლებისთვის და რეფორმებისთვის საქართველოსა და უკრაინაში და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.
პუტინი მიმაჩნია ჩემს ერთ-ერთ მთავარ მტრად. ის საჯაროდ დამპირდა მოკვლას (…) ციხეში მომწამლეს. ვკვდები, ბევრი დრო არ დამრჩა,“ – სააკაშვილმა გაურკვეველი ხელნაწერი წერილი, რომელიც იწყებოდა აბრევიატურით SOS, „LE MONDE-ის“ თბილისელ კორესპონდენტს გაუგზავნა“, – აღნიშნავს მედია.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი

