ფინეთი რუსეთს თავისი საელჩოს უსაფრთხოების გარანტიას სთხოვს
მოსკოვში ფინეთის საელჩომ რუსეთს თავისი დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების გარანტია მას შემდეგ სთხოვა, რაც უცნობმა პირებმა შენობას უროები დაუშინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობა არ დაზიანებულა.
20 დეკემბერს ტელეგრამის სხვადასხვა არხში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ოცამდე ნიღბიანი ადამიანი, რომლებმაც მოსკოვში ფინეთის საელჩოს უროები დაუშინეს.
Telegram-ის არხებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გადაღებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“, დაქირავებული წევრის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯა. ნუჟინი უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ვიდეოს კომენტარში ნათქვამია, რომ „მოღალატე დაისაჯა“.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ნუჟინი ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ იმყოფებოდა კიევში, საიდანაც 11 ნოემბერს გაიტაცეს და გონს მოეგო სარდაფში, სადაც შეიტყო, რომ „გაასამართლებდნენ“. ამის შემდეგ მას თავში ურტყამენ უროს.
ნოემბრის ბოლოს ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს, აღიაროს „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად და დაამატოს იგი შესაბამის სიაში. ამის საპასუხოდ, ევგენი პრიგოჟინმა პირობა დადო, რომ ევროპარლამენტს სისხლიან უროს გადასცემდა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
