"ერთ დღეს ომი მოლაპარაკებებით დასრულდება"- ანგელა მერკელი
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის მოგვარებაში მისი სავარაუდო მონაწილეობის საკითხი „არ ღირს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი.
„ერთ დღეს ეს მოლაპარაკებებით დასრულდება. ომები მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.
მერკელის თქმით, არის განსხვავება „იძულებით მშვიდობას, რომელიც მას, ისევე როგორც ბევრ სხვას, არ სურს და ღია და მეგობრულ საუბარს შორის“.
მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ყოფნისას, ლოგიკით იღებდა გადაწყვეტილებებს რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით, რაც მისთვის ჯერ კიდევ „გონივრულია“.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
