ბრაზილიის სამთავრობო შენობები პოლიციამ დაიკავა
ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია, სულ მცირე, 400 ადამიანი.
როგორც „სიენენი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები პარლამენტის შემდეგ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ. სამთავრობო შენობების შტურმის შედეგად, ადმინისტრაციული ნაგებობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. ბრაზილიის მთავრობა მიიღებს უფრო მეტ ზომას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას.
სამთავრობო შენობებზე შტურმს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მოქმედება დაგმო. ბრაზილიის სამთავრობო შენობებში შეჭრა ასევე დაგმეს აშშ-მა და გაერო-მ.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
