დეკემბერში რუსეთიდან $317 მლნ-ზე მეტი გადმოირიცხა
2022 წლის დეკემბერში კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულის ოდენობა. წინასაახალწლოდ გზავნილების მოცულობა აღემატება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმორიცხული თანხების რეკორდულ მაჩვენებელსაც კი.
განახლებული მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გასულ თვეში საქართველოში სულ 535,3 მლნ აშშ დოლარის ოდენობის თანხა გადმოირიცხა, საიდანაც 317,3 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. დანარჩენი ქვეყნებიდან კი თითქმის 1,5-ჯერ ნაკლები, 218 მლნ აშშ დოლარია გადმოგზავნილი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთიდან გადმორიცხულია თანხის 59 პროცენტზე მეტი.
ბოლო ერთ წელში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულია ჯამში 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი.
რუსეთიდან გადმორიცხული თანხა 2022 წელს (წინა წლის იმავე თვესთან შედარებით):
დეკემბერი - $317,31 მლნ, გაზრდილია 699,23%-ით;
ნოემბერი - $316,14 მლნ, გაზრდილია 819,11%-ით;
ოქტომბერი - $299,28 მლნ, გაზრდილია 725,59%-ით;
სექტემბერი - $137,94 მლნ, გაზრდილია 350,97%-ით;
აგვისტო - $110,94 მლნ, გაზრდილია 194,64%-ით;
ივლისი - $100,9 მლნ, გაზრდილია 150,75%-ით;
ივნისი - $231,44 მლნ, გაზრდილია 492,2%-ით;
მაისი - $313,9 მლნ, გაზრდილია 888,73%-ით;
აპრილი - $132,98 მლნ, გაზრდილია 298,77%-ით;
მარტი - $27 მლნ, კლება 16,12%-ით;
თებერვალი - $21,94 მლნ, კლება 12,7%-ით;
იანვარი - $22,38 მლნ, კლება 3,43%-ით.
რუსეთიდან დეკემბერში გადმოგზავნილი თანხა წლების მიხედვით:
2022 წლის დეკემბერი - $317,31 მლნ;
2021 წლის დეკემბერი - $39,7 მლნ;
2020 წლის დეკემბერი - $40,71 მლნ;
2019 წლის დეკემბერი - $43,82 მლნ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, საქართველოში გაიზარდა ამ ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა. საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს დაწესებული.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
