ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონს სტუმრობდა, სადაც სამხედროების პოზიციები მოინახულა.
ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის პირველი პირი გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა.
"ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ორდენები და მედლები გადავეცი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს ქვეყნის დაცვისთვის. „მადლობა ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სახლების, ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინაში სიცოცხლის დაცვისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ გამარჯვებას და ეს აუცილებლად ახდება“, - დასძინა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზაპოროჟიე უკრაინის ერთ-ერთი ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონია, რომლის ანექსიაც რუსეთმა გასულ წელს მოახდინა
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
