"ბახმუტში გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს, ირანს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა ბახმუტისთვის ბრძოლას ვერ მოიგებს, რუსეთი შეეცდება მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა უკრაინას აიძულოს მიუღებელ კომპრომისებზე წასვლა.
ზელენსკიმ სააგენტო AP-ს განუცხადა, რომ თუ რუსეთის ჯარები ქალაქ ბახმუტს დაიპყრობენ, ამ გამარჯვებას პუტინი მიჰყიდის საკუთარ საზოგადოებას, დასავლეთს, ჩინეთს და ირანს. უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ბახმუტში დამარცხების შემთხვევაში კომპრომისების მიზნით ზეწოლა იქნება არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ უკრაინის საზოგადოებისგანაც, რომელიც დაღლას იგრძნობს. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ დღემდე ასეთი ზეწოლა არ ყოფილა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი იგრძნობს უკრაინის სისუსტეს, სულ უფრო მეტ ზეწოლას შეეცდება. ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნებმისმიერი მარცხი საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეუპოვარ ბრძოლას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ბახმუტზე შტურმს განაგრძობენ, თუმცა, უკრაინის თავდაცვის ძალებს ქალაქი მამაცურად უჭირავთ და მრავალრიცხოვან შეტევებს იგერიებენ.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
