"კონტრშეტევისთვის მეტი დრო გვჭირდება, თუმცა არც ძალიან ბევრი"
უკრაინა კონტრშეტევის ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან შეხვედროს შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, სამართლიანია თუ არა იმის თქმა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაიწყებს რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევას სანამ ის უფრო მოწინავე იარაღს არ მიიღებს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას მეტი დრო სჭირდება კონტრშეტევის დასაწყებად.
„ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი დრო. არც ძალიან ბევრი. გარკვეულ დროში მზად ვიქნებით“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, თუმცა კონკრეტული დეტალების გაზიარებაზე უარი განაცხადა.
„არაფერი გვაქვს დაფარული ჩვენი მეგობრებისგან, მაგრამ გვაქვს საიდუმლოებები, რომელსაც ჩვენი მეზობლებისგან დაფარულად ვინახავთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
