ინდოეთში, სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან გადაბრუნებული ვაგონების ქვეშ უამრავი ადამიანია მოყოლილი.
სარკინიგზო კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა, აშვინი ვაიშნაუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მაღალი დონის გამოძიება“ დაინიშნა.
CNN-ი იუწყება, რომ ინდოეთის მატარებლები ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. წლების განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, რის გამოც, მთავრობამ რკინიგზის განახლებისთვის ბოლო დროს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
