ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა
კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ აჩვენა ვლადიმერ პუტინის უუნარობა, შიდა საფრთხის მოსაგერიებლად თავისი ძალები დროულად გამოიყენოს.
„ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის სწრაფმა მსვლელობამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფიგურის, სახელმწიფო საწარმოს და რუსეთის მთავრობის სხვა საკვანძო ფიგურების ყურადღება მიმართა იმ ფაქტისკენ, რომ სახელმწიფოსგან განცალკევებულ კერძო სამხედრო ძალებს შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
