"გადაწყვიტა როგორ უპასუხებს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას" - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მან გადაწყვიტა როგორ უპასუხებს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას.
ჯო ბაიდენის თქმით, მიიღო გადაწყვეტილება, თუ რა პასუხი გაეცემა თავდასხმისთვის ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მაგრამ რეგიონში უფრო ფართო ომის გამოწვევის გარეშე.
ბაიდენს საკუთარი გადაწყვეტილება უფრო დეტალურად არ აუხსნია.
თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პასუხი რამდენიმე ქმედებისგან შეიძლება შედგებოდეს.
“სამართლის, რომ ჩვენგან შესაბამის პასუხს ელით და ძალიან შესაძლებელია, რომ საფეხურებიან მიდგომას ნახავთ, არა მხოლოდ ერთ ქმედებას, არამედ არსებითად რამდენიმე ქმედებას”,-განაცხადა კირბიმ.
ცნობისთვის, 29 იანვარს, იორდანიაში დრონების თავდასხმას სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, ხოლო რამდენიმე ათეული დაშავდა.
სიახლეები
- დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ კურსებში
- 20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ"- ჯეი დი ვენსი
- ,,მათთვის კიდევ ერთი დიდი დარტყმის მიყენება მოგვიწევს"- დონალდ ტრამპი
- ,,ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას"- ირაკლი კობახიძე
