"უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს" - რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარიულ მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია 20 მარტს გამოქვეყნდება, რომის პაპს დაუსვეს შეკითხვა, როგორია მისი პოზიცია მიმდინარე დებატებზე იმათ შორის, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს, რადგან ვერ შეძლო რუსული ძალების მოგერიება, მეორე მხრივ, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინის ასეთი ქმედება რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ინტერვიუერმა კითხვაში გამოიყენა ტერმინი „თეთრი დროშა“.
”ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით.
Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ გამოიყენა ტერმინები, "თეთრი დროშა" და "დამარცხებული" უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, თუმცა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მას ადრეც უსაუბრია.
ვატიკანის პრესსპიკერმა, მატეო ბრუნიმ განმარტა, რომ პაპმა გამოიყენა ინტერვიუერის მიერ წარმოთქმული ტერმინი „თეთრი დროშა“ და გამოიყენა ის „საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავის აღსანიშნავად.
სიახლეები
- "ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
- "ჩვენ რომ ღვთივსათნო, სწორი ცხოვრებით ვცხოვრობდეთ, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მეუფე შიო
- ქუთაისში, თეატრმა "ლიანდაგმა" პირველ პრემიერას უმასპინძლა
- ბრძოლის რა გზა დარჩა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას
- "მინდა გამოვთქვა დიდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ მე არ დამადანაშაულეს სანქციების შემოღებაში მონაწილეობაში" - მიხეილ სააკაშვილი
