"ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა" - მედია
„სიბიესის“ ცნობით, ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ინფორმაციას ამერიკელი ოფიციალური პირები ადასტურებენ.
ირანში აფეთქებების ხმა ისმის. ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ისფახანის აეროპორტთან.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება იყო ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს. ადგილობრივი მედია სულ სამ აფეთქებაზე წერს. სააგენტოების ცნობით თეირანის, ისფახანისა და შირაზის თავზე ფრენები შეჩერებულია.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
