პუტინმა აშშ-ისა და ამერიკელთა ქონების კონფისკაციის უფლება გასცა რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაუშვა აშშ-ის, ამერიკის მოქალაქეების, რეზიდენტების, უპირატესად ამერიკის ბაზარზე მომუშავე კომპანიებისა და მათი კუთვნილი კომპანიების ქონების კონფისკაცია რუსული აქტივების კომპენსაციისთვის. შესაბამისი ბრძანებულება ხუთშაბათს გამოქვეყნდა.
ბრძანებულება რუსეთის კომპანიებსა და კერძო პირებს უფლებას აძლევს, რუსეთის სასამართლოებს მიმართონ და მოითხოვონ, რომ უსაფუძვლოდ იქნეს ცნობილი ქონების ჩამორთმევა აშშ-ის სასამართლოების ან სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით.
თუკი რუსეთის სასამართლო აღიარებს, რომ კონფისკაცია უსაფუძვლო იყო, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კომპენსაციის სახით უნდა წარმოადგინოს რუსეთის ტერიტორიაზე გამონახული აქტივები, რომლებიც აშშ-სთან არის დაკავშირებული.
პუტინის ბრძანებულება უფლებას იძლევა, დააყადაღონ რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის ან ამერიკის რეზიდენტებისა და მოქალაქეების უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, წილები რუსეთის კომპანიებში, ქონებრივი უფლებები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შედგენილია რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ აშშ-ის „არამეგობრული და საერთაშორისო სამართლის საპირისპირო“ ქმედებების გამო.
სიახლეები
- გორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, 50 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს
- რუსეთში „მტრის დრონებთან“ საბრძოლველად რეზერვისტებს აგროვებენ
- ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
- 2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- “ევროპა აღარ მალავს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე რეალურია, უკრაინის შეიარაღებული ძალები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, იარაღის მიწოდება საკმაოდ პრობლემატური გახდა” – ვოლსკი
