" რუსეთი ურტყამს უკრაინას მის ტერიტორიაზე განთავსებული რაკეტებითა და არტილერიით, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა - ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი "- იენს სტოლტენბერგი
უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიის ომი. რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, შეიჭრა უკრაინაში და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას. დავამატებ: ეს კიდევ უფრო აქტუალურია, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთმა ახალი ფრონტი გახსნა. ახლა ჩრდილოეთიდან უტევენ ხარკოვის რეგიონს და საზღვარი, ფრონტის ხაზი მეტ-ნაკლებად იგივეა. ასე რომ, ისინი ურტყამენ უკრაინას რუსეთში განლაგებული რაკეტებითა და არტილერიით და რა თქმა უნდა, უკრაინას უნდა შეეძლოს საპასუხო დარტყმა და საკუთარი თავის დაცვა. ეს არის თავდაცვის უფლების ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი განმარტებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის თავდაცვის უფლების დაცვის საკითხი.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
