ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია, მაგრამ არ ვიყოყმანებთ - სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან საქართველოში ინდივიდუალური სანქციები "ჯერ" არ გამოცხადებულა, თუმცა "არ იყოყმანებენ".
3 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. აგენტების კანონი.
"ჩვენ საკმაო შეშფოთება გამოვხატეთ იმის გამო, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაიყვანს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ახშობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს ის ქმედებებია, რაც ფუნდამენტურად ცვლის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა და განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებას", - განაცხადა მან.
ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა, ცდება თუ არა თბილისის მერი კახა კალაძე, როდესაც ამბობს, რომ "არანაირი სანქციები არ იქნება", - რაზეც მილერი ასე პასუხობს:
"ჩვენ გამოვაცხადეთ სანქციების ახალი პოლიტიკა და ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები. ამ საკითხზე მეტს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ ვიყოყმანებთ მათ [სანქციების] დაწესებაზე".
კიდევ ერთ კითხვაზე, თუ რატომ არ ახსენა საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს, მილერმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსთან პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა, რომ რისკის ქვეშ არის ასობით მილიონი აშშ დოლარის დახმარება საქართველოსთვის და ასევე გამოაცხადა სავიზო აკრძალვების პოლიტიკა.
"გქონდეთ მოლოდინი, აშშ-ს ექნება რეაგირება ამაზე. ახლა ამას ასე დავტოვებ", - ამბობს მილერი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი