უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა კომბინირებული შეტევისთვის 6 რაკეტა და 24 დრონი გამოიყენა
უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი კომბინირებული შეტევის შედეგად არიან დაშავებულები, დაზიანებულია სახლები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის მიკოლა ოლეშჩუკის მიერ სოციალური ქსელებით დღეს, 12 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 4 ფრთოსანი, 1 ბალისტიკური და 1 აერობალისტიკური რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ყველა დრონი და 6-დან 5 რაკეტა. სამიზნეების გასანადგურებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავის, ხარკოვის და ვინიცის ოლქებში.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, კიევის ოლქში ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტს და დაზიანდა კერძო სახლი. დაშავდა 1 ადამიანი. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სინელნიკოვოს რაიონში დაზიანებულია 9 სახლი. დაიჭრა 2 ადამიანი.
რუსეთის მორიგი შეტევის სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევიც, სადაც ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი და რაკეტა მოიგერია.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
