" ულტრამემარჯვენე, ან ულტრამემარცხენე პარტია საფრანგეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს " -ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნიან.
მაკრონმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ნაციონალური გაერთიანების“ მანიფესტი და გადაწყვეტილებები დანაშაულისა და მიგრაციის პრობლემებთან გასამკლავებლად სტიგმატიზაციას და დაყოფას ეფუძნება.
„ვფიქრობ, რომ ულტრა მემარჯვენეების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები სრულიად მიუღებელია, რადგან ის ყოფს ადამიანებს მათი რელიგიის ან წარმომავლობის მიხედვით და სწორედ ამიტომ იწვევს განხეთქილებას და სამოქალაქო ომს“, - განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე გააკრიტიკა ულტრამემარცხენე პარტია La France Insoumise (LFI), რომელიც „ახალი სახალხო ფრონტის“ კოალიციის ნაწილს წარმოადგენს.
„მის უკანაც სამოქალაქო ომია, რადგან როცა ახდენთ ადამიანების კატეგორიზაციას მხოლოდ მათი რელიგიური მსოფლმხედველობის ან იმ საზოგადოების მიხედვით, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, რაც გარკვეულწილად არის უფრო ფართო ეროვნული საზოგადოებისგან მათი იზოლაციის გამართლების საშუალება, ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ სამოქალაქო ომი მათთან, ვინც არ იზიარებს იმავე ღირებულებებს“, - აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, Ipsos-ის მიერ 19-20 ივნისს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ 35.5%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ 29.5%-ით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი კი მესამე ადგილზეა ხმების 19.5%-ით.
სიახლეები
- პაკისტანში წყალდიდობების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- ზელენსკი ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში შეხვდება
- “მოლაპარაკებები პატივისცემით სავსე და კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა” - პუტინი
- ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტი არ მოხდებოდა იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო
- ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავდა კიდევ 6 ადამიანი