აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, - ამის შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
„საქართველოს მთავრობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
საანგარიშო პერიოდში, მთავრობა სერიოზული და მდგრადი ძალისხმევის დემონსტრირებას აგრძელებდა, ამიტომ საქართველო დარჩა „პირველ დონეზე“ (Tier 1). ეს ძალისხმევა უფრო მეტი ტრეფიკერის დევნას, გასამართლებას და მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირებას მოიცავდა. მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მესამე თავშესაფარი და მეექვსე კრიზისული ცენტრი გახსნა, რომელიც მომსახურებას უწევს ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლს და ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრების დაფინანსების გაზრდა განაგრძო.
მთავრობამ საინფორმაციო კამპანიების ორგანიზებისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც მობილური იურიდიული საკონსულტაციო ცენტრები შეიქმნა.
მთავრობამ "შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც დაქირავების საფასურს კრძალავს და დაქირავების სააგენტოების ლიცენზირებასა და მონიტორინგს მოითხოვს“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია იმ პრობლემებზე, რომელთა გამოსწორებაც უნდა მოხდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მან მცირე რაოდენობით ეჭვმიტანილი ტრეფიკერები გამოიძია და კომერციულ სექს-დაწესებულებებში მსხვერპლთა იდენტიფიკაციისთვის პოლიციას მკაფიო სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს.
გარდა ამისა, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩაატაროს გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები რთული საქმეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ დანაშაულთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ციფრულ მტკიცებულებებთან.
სამართალდამცავი ორგანოები მოითხოვდნენ, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე მსხვერპლი ქვეყანაში დარჩენილიყო, რაც, სავარაუდოდ, უცხოელ მსხვერპლთან მათ თანამშრომლობას აფერხებდა, რომელთაც რეპატრიაცია სურდათ და მოსამართლეებს სისხლის სამართლის საქმეებზე რესტიტუცია არასდროს დაუწესებიათ. მთავრობას მისი ძალისხმევის შესახებ საჯარო შეფასებები ან ინფორმაცია სათანადოდ არ გამოუქვეყნებია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში