პრეზიდენტობის კანდიდატად დემოკრატებმა კამალა ჰარისი ოფიციალურად წარადგინეს
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცა ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 59 წლის კამალა ჰარისი.
დელეგატების მიერ კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება 20 აგვისტოს გამოცხადდა დემოკრატების ყრილობაზე, რომელიც ქალაქ ჩიკაგოში მიმდინარეობს.
თავად კამალა ჰარისი და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული, მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი ამ პროცესს თვალყურს ონლაინ ადევნებდნენ მილუოკიდან, სადაც საარჩევნო კამპანიას ატარებდნენ. ჰარისმა დელეგატებს ვიდეოკავშირით მიმართა და უთხრა, რომ მათი კანდიდატობა დიდი პატივია.
კამალა ჰარისი ჩიკაგოში მიმდინარე ყრილობაზე სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა.
კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. რესპუბლიკური პარტიიდან მისი მეტოქეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
