სკოლაში გაჩენილ ხანძარს კენიაში 17 მოსწავლე ემსხვერპლა
ცენტრალური კენიის დაწყებით სკოლა-ინტერნატში გაჩენილ ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა,- ინფორმაციას “როიტერი” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცხედრები იმდენადაა დაზიანებული, რომ მსხვერპლის ამოცნობა ვერ ხერხდება.
”ჩვენ ხანძრის შედეგად 17 მოსწავლე დავკარგეთ, ხოლო 14 დაშავდა. ჩვენი ჯგუფი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება”,- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ათზე მეტი პირი მძიმე დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
