,,მე უსაფრთხოდ ვარ და თავს კარგად ვგრძნობ"- დონალდ ტრამპი
აშშ-ში, ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო. შემთხვევა ტრამპის ეროვნულ გოლფის კლუბში მოხდა, სადაც ის გოლფს თამაშობდა,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გოლფკლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩემს სიახლოვეს იყო სროლები, მაგრამ ვიდრე ჭორები უკონტროლოდ გავრცელდება, მინდა, გითხრათ: უსაფრთხოდ და კარგად ვარ! მე არასოდეს დავნებდები! დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.
მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ შეიარაღებული პირის სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი იყო.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
