,,ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია"- დონალდ ტრამპი
აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საუკეთესო ვაჭარია ისტორიაში.
„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში - ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,”- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
