ისრაელში პატივს მიაგებენ ჰამასის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას
დღეს, 7 ოქტომბერს, ერთი წელი შესრულდა ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური, ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მასშტაბური თავდასხმიდან, რომელსაც 1200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ისრაელის მხრიდან მოჰყვა დიდი მსხვერპლის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორში.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელს ასეულობით რაკეტით შეუტია და ქვეყნის სამხრეთში ხმელეთიდანაც შეიჭრა. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს და ევროკავშირის სახელმწიფოებს.
ისრაელში სამგლოვიარო ცერემონია ადგილობრივი დროით 06:29 საათზე დაიწყო. ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს, ჰამასის შეიარაღებული ჯგუფები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთში მდებარე კიბუც რეიმს, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა და 370-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. იმავე დღეს, ჰამასმა ისრაელის სამხრეთში კიდევ ასეულობით ადამიანი, მათ შორის სამხედროები დახოცა და მძევლად აიყვანა 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეები.
სამგლოვიარო ცერემონიაში, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო, მონაწილეობდა ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი. მისი განცხადებით, 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტები დედამიწის იარაა, 7 ოქტომბერი კი - სამარცხვინო დღე. ჰერცოგმა საერთაშორისო თანამეგობრობას ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სამგლოვიარო ცერემონიის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ისრაელში საჰაერო განგაში გამოცხადდა ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო. ჰამასმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე ისრაელის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზიდან ნასროლი ოთხიდან სამი რაკეტა მოიგერიეს, ერთი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
