ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის შვიდი ქვეყანა აჭიანურებს
ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას ალიანსის ზოგიერთი ძირითადი წევრი წინააღმდეგობას უწევს, – ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემა ამერიკელ და ნატო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი და ბერლინი არ ჩქარობენ, მხარი დაუჭირონ კიევის ბლოკში გაწევრიანების მიწვევას. თუმცა, აშშ-სა და გერმანიის გარდა, ნატოს წევრი, სულ მცირე, ხუთი ქვეყანა ბლოკავს ამ საკითხს.
შეგახსენებთ, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევა ზელენსკის ახლახან გამოცხადებულ “გამარჯვების გეგმაში” შედის.
გამოცემის ინფორმაციით, ალიანსის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, სლოვენია ან ესპანეთი, აშშ-სა და გერმანიის უკან იმალებიან, ეს ქვეყნები აბსტრაქტულად მხარს უჭერენ უკრაინის მიწვევას, მაგრამ როგორც კი საკითხი განხორციელებას მიუახლოვდება, ისინი უფრო საჯაროდ დაიწყებენ ამ იდეის უარყოფას.
Politico-ს ინფორმაციით, გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთიც, რადგან მათი ამჟამინდელი ლიდერები, ძირითადად, რუსეთის პროპაგანდას იცავენ.
“თუმცა, ოფიციალური პირები, რომლებიც POLITICO-ს ესაუბრებოდნენ, ცდილობდნენ ხაზი გაესვათ, რომ არც აშშ და არც გერმანია ალიანსში უკრაინის საბოლოოდ გაწევრიანებას არ გამორიცხავენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
